1. სამართლებრივიინფორმაციადათანხმობაპირობებზე
    1. ვებ-საიტი www.protech.com.ge („ვებ-საიტი“ ან „საიტი“) იმართება შპს „პროტექის“ მიერ („პროტექ“, „ის“, ჩვენ“) და მისი გამოყენება რეგულირებულია წინამდებარე წესებით.
    2. Protech  უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეასწოროს ან/და შეცვალოს წინამდებარე წესების პირობები. განახლებული პირობები ძალაში შედის მათი ვებ-საიტზე განთავსების მომენტიდან.
    3. წინამდებარე წესები კონფიდენციალობის წესებთან ერთად არეგულირებს წინამდებარე ვებ-საიტთან დაკავშირებულ protech-ის ურთიერთობას მომხმარებელთან.

 

  1. კონფიდენციალობა

ჩვენ ვატარებთ გონივრულ და სათანადო ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ კონფიდენციალობის ღონისძიებებს იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია დაკარგვისგან, არასწორი გამოყენებისგან, არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან ან/და განადგურებისგან. თუმცა, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელია 100% გარანტიის გაცემა მონაცემთა კონფიდენციალობის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას იმ მონაცემების კონფიდენციალობაზე, რომელიც დაუცველი ქსელის საშუალებით მოხვდა ვებ-საიტზე. აქედან გამომდინარე თქვენ აღიარებთ, რომ არსებობს მონაცემთა კონფიდენციალობისა და დაცვის ლიმიტები, რის გამოც თქვენსა და პროტექის ან თქვენსა და პროტექის სხვა მომხმარებელს შორის გაცვლილი ინფორმაციის დაცვა და კონფიდენციალობა შესაძლოა სრულად არ იყოს გარანტირებული, რაზედაც პასუხისმგებლობა არ ეკისრება პროტექს. მონაცემთა დაცვაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს კონფიდენციალობის წესებს.

 

  1. ინტელექტუალურისაკუთრებისუფლება
    1. წინამდებარე ვებ-საიტზე განთავსებული პროტექის სახელი და სავაჭრო ნიშანი, ასევე, პროტექის ლოგო და სხვა დაკავშირებული ნიშნები, რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული, წარმოადგენს პროტექს, მისი შვილობილების ან მასთან დაკავშირებული კომპანიების სავაჭრო ნიშანს.
    2. წინამდებარე ვებ-საიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია, ფოტო, ტექსტი, გრაფიკა, ვიდეო, აუდიო და სხვა კონტენტი, ასევე, თავად ვებ-საიტი, დაცულია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების წესებით. წინამდებარე კონტენტის მესაკუთრეა პროტექი ან მისი შვილობილები და მასთან დაკავშირებული პირები, ან განთავსებულია მათი მესაკუთრის თანხმობით. წინამდებარე კონტენტი განთავსებულია თქვენთვის მხოლოდ პერსონალური, არაკომერციული და საინფორმაციო გამოყენების მიზნით. ეს კონტენტი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ტექსტით, გრაფიკით, ფოტოთი, სავაჭრო და სერვის ნიშნებით და ლოგოთი. თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ჩვენი კონტენტი და ნიშნები ასლის შექმნისთვის, რეპროდუცირებისთვის, საჯარო ჩვენებისთვის, გაყიდვისთვის ან სხვაგვარად გამოყენებისთვის რაც არ არის ნებადართული ამ წესებით. ყველა უფლება დაცულია მსოფლიოს მასშტაბით.
    3. ჩვენ პატივს ვცემთ სხვა პირების ინტელექტუალურ საკუთრებას და საავტორო უფლებებს და ვუკრძალავთ ჩვენს მომხმარებებლებს ჩვენი სერვისის იმგვარად გამოყენებას, რაც დაარღვევს მესამე პირების ზემოხსენებულ უფლებებს. ჩვენი კონტენტის ნაწილი შესაძლოა მოწოდებულ იქნას სხვა მომხმარებლებისგან და მესამე პირებისგან. ყველა ასეთი კონტენტი, სავაჭრო ნიშანი და საავტორო უფლება, რაც განთავსებული იქნება ჩვენს ვებ-საიტზე, წარმოადგენს მათ მესაკუთრეთა საკუთრებას. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენს მიერ განხორციელებული ქმედებები არ დაარღვევს სხვა პირის კონფიდენციალობას, საავტორო და სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.
    4. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ წინამდებარე კონტენტი, ნიშნები და სერვისები, ან სხვა პირების კონტენტი იმგვარად, რაც დასაშვები არაა წინამდებარე წესებით. ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ თქვენს მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობა, თუკი თქვენ არღვევთ ჩვენი ან სხვა პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ჩვენი ვებ-საიტით ან სერვისით სარგებლობისას.

 

  1. ვებ-საიტისგამოყენებისწესები
    1. ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციისა და კონტენტის მიზანია თქვენთქვის ინფორმაციის მოწოდება და დახმარება.
    2. ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაციისა და კონტენტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით. თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ, აჩვენოთ ან დაბეჭდოთ საიტზე განთავსებული ინფორმაცია და კონტენტი მხოლოდ პირადი და არაკომერციული მიზნებისთვის, საავტორო უფლებების აღმნიშვნელო ნიშნის დაცვით და სავაჭრო ნიშნების ან/და საკუთრების აღმნიშვნელი სხვა ნიშნის პირველადი სახის ცვლილების გარეშე. ნებისმიერი დოკუმენტის ან პროგრამის გადმოწერით ან რეპროდუცირებით თქვენზე არ გადმოდის საკუთრების ან რაიმე სხვა სახის უფლება.
    3. საიტზე განთავსებული ინფორმაციისა და კონტენტის ყველა სხვა სახის გამოყენება, მათ შორის რეპროდუცირება გარდა არაკომერციული მიზნებისა, მოდიფიკაცია, გამოქვეყნება, საჯარო ჩვენება, გადაცემა, იქნება ეს ნაწილობრივი თუ სრული სახით, მკაცრად აკრძალულია ზარაფხანას წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

  1. გარანტიები
    1. ვებ-საიტზე არსებული ნებისმიერი მასალა, ინფორმაცია ან კონტენტი მოცემულია მათი ხელმისაწვდომობის შესაბამისად, ყოველგვარი აშკარა ან ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე, მათ შორის, გაყიდვადობის ან კონკრეტულ მიზანთან შესაბამისობის ნაგულისხმევი გარანტიის გარეშე.
    2. პროტექი არ არის პასუხისმგებელი და არ იძლევა გარანტიას ვებ-საიტზე არსებული კონტენტის აკურატულობაში, ინფორმაციის სისრულესა და განახლებადობაში. ასევე იმაზეც, რომ ვებ-საიტი არ შეიცავს რაიმე სახის დეფექტს და ასეთი დეფექტი იქნება გამოსწორებული. ჩვენი საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ ყველაფრის გამოყენებას საკუთარი რისკით და იღებთ პასუხისმგებლობას საიტით სარგებლობისას წარმოშობილ პრობლემებზე, მონაცემთა დაკარგვაზე და ვებ-საიტთან დასაკავშირებელი მოწყობილობის შეკეთების ხარჯებზე. თქვენ, ასევე, ეთანხმებით, რომ პროტექი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც შესაძლოა მოგადგეთ თქვენს მიერ ვებ-საიტის გამოყენებისას.
    3. იმის მიუხედავად, რომ ზარაფხანა ახორციელებს გონივრულ და შესაფერის ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს თქვენს მიერ გადმოცემული მონაცემების დასაცავად, იმ შემთხვევაში თუ თქვენ კომუნიკაციას დაამყარებთ ელექტრონულო ფოსტის მეშვეობით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია შესაძლოა ყოველთვის არ იყოს უსაფრთხო. ელექტრონული ფოსტით სენსიტიური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოგზავნისას, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას დაუცველი ინტერნეტით სარგებლობის გამო ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალობის დარღვევაზე.

 

  1. ინფორმაციისცვლილება
    1. წინამდებარე საიტის კონტენტი შესაძლოა შეიცავდეს შეუსაბამობებს და ბეჭდვით შეცდომებს. პროტექი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები, შესწორებები ან გააუმჯობესოს ასეთი კონტენტი თქვენთან წინასწარი შეტყობინების გარეშე. თუმცა პროტექი არ იღებს ვალდებულებას მსგავსი ქმედებების განხორციელებაზე.
    2. პროდუქციის ფასები დამოკიდებულია ბაზრის რყევებზე და შესაძლოა განსხვავდებოდეს ვარიაციების მიხედვით. პროტექი იტოვებს უფლებას შეცვალოს საიტზე განთავსებული ფასები და მოდელები ნებისმიერ დროს.

 

  1. პროდუქტისადასერვისისხელმისაწვდომობა
    1. ვებ-საიტზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა ხელმისაწვდომი არ იყოს ყველა ლოკაციაზე. ასეთი პროდუქტის ან სერვისის შესახებ საიტზე მითითება არ ნიშნავს, რომ ასეთი პროდუქტი ან სერვისი ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება.
    2. საიტზე განთავსებული პროდუქცია და სერვისები ხელმისაწვდომია მარაგების არსებობის შესაბამისად. პროდუქციის სურათები არის სადემონსტრაციო ხასიათის და შესაძლოა არ იყოს თქვენს მიერ მიღებული პროდუქტის ზუსტი ანალოგი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მხრიდან ყველა შესაძლოა ღონისძიება ტარდება რომ პროდუქციის ფერი, დიზაინი, სტილი, ნომერი, აღწერილობა, ზომა და ფასი ორიგინალი პროდუქტის შესაბამისად იქნეს აღწერილი, ეს ინფორმაცია მაინც შესაძლოა განსხვავდებოდეს პროდუქტის ვარიაციებიდან გამომდინარე. შესაბამისად, პროდუქტისა და სერვისის აღწერა შესაძლოა განსხვავებული იყოს დროთა განმავლობაში და ბეჭდვითი შეცდომები შესაძლოა იქნეს დაშვებული. აქედან გამომდინარე, პროდუქტისა და სერვისის აღწერა, რაც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება ფასებით, შესაძლოა არ იყოს სრული, ამომწურავი და ზუსტი. პროტექი არ არის პასუხისმგებელი საიტზე არსებულ აღწერაში, ფასში, ფოტოსა თუ გრაფიკულ გამოსახულებაში არსებულ შეუსაბამობებზე და არ არის ვალდებული მიაწოდოს ამ აღწერის ზუსტად შესაბამისი პროდუქტი ან გადაიხადოს ზიანი.

 

  1. გაყიდულიპროდუქციისდაბრუნებისადაშეცვლისწესი
    1. გაყიდული პროდუქცია უკან არ ბრუნდება/იცვლება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტს ჰქონდა პროგრამული წუნი შესყიდვის მომენტში და მყიდველს არ შეეძლო ამ წუნის აღმოჩენა. პროგრამული წუნის არსებობის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია მოითხოვოს დაბრუნება/გადაცვლა შეძენიდან 3 დღის ვადაში.
    2. დასაბრუნებელ/გადასაცვლელ პროდუქტს თან უნდა ახლდეს ორიგინალი შეფუთვა და გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტის გადაცვლა ხდება უფრო მეტი ღირებულების პროდუქტში, ფასთა შორის სხვაობა ანაზღაურებულ უნდა იქნეს მყიდველის მიერ.
    3. პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში გამყიდველი აუნაზღაურებს მყიდველს პროდუქტის ღირებულებას ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით მყიდველის მიერ პროდუქტის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის წაყენებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

 

  1. გაყიდული პროდუქციის მიწოდების წესები

 

კომპანია არ ახორციელებს გაყიდული პროდუქციის მიწოდებას არც ქალაქის და არც რეგიონების მაშტაბით. შესაძლებელია მხოლოდ თვითგატანა.

 

  1. იურისდიქცია & განსახილველისამართალი

წინამდებარე წესები, ასევე, ვებ-საიტის გამოყენება და ნებისმიერი შეთანხმება პროტექსა და მის მომხმარებელს შორის წესრიგდება საქართველოს სამართლის შესაბამისად, მიუხედავად საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმებისა. ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე წესებიდან, უნდა გადაწყდეს თბილისში, საქართველოში მდებარე საერთო სასამართლოების მიერ. მხარეები თანხმდებიან ზემოაღნიშნული სასამართლოების ექსკლუზიურ განსჯადობაზე.

 

  1. განცალკევებადობა

იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე წესების რომელიმე პირობა იქნება ბათილი, ეს წესი აღარ იარსებებს და მას არ ექნება გავლენა წესების სხვა პირობების ნამდვილობაზე და აღსრულებადობაზე.

 

  1. მთლიანიხელშეკრულება
    1. წინამდებარე წესები წარმაოდგენს სრულ შეთანხმებას პროტექსა და მის მომხმარებელს შორის  ვებ-საიტის და მისი კონტენტის გამოყენებასთან დაკავშირებით.
    2. წინამდებარე წესები, მათ შორის მითითების საშუალებით გამოყენებული სხვა დოკუმენტები, წარმოადგენს პროტექსა და მის მომხარებელს შორის არსებულ მთლიან და საბოლოო შეთანხმებას. ჩვენ ვიტოვებთ ყველა იმ უფლებას რაც ცალსახად არ არის თქვენთვის გადმოცემული. თქვენ არ გაქვთ უფლება სხვას გადასცეთ თქვენი უფლებები ან ვალდებულებები პროტექის წინასწარი ცალსახა თანხმობის გარეშე. ჩვენ უარს არ ვაცხადებთ წინამდებარე წესების არცერთ პირობის გამოყენებაზე იმ შემთხვევაშიც კი თუ ასეთ პირობა არ აღვასრულეთ. წინამდებარე წესები ძალაშია მათ ცვლილებამდე ან ჩვენს მიერ ცალმხრივად გაუქმებამდე.