საევაკუაციო მიმართულების მანიშნებლები და გახმოვანების სისტემები

საევაკუაციო მიმართულების მანიშნებლები და გახმოვანების სისტემები

საევაკუაციო მიმართულების მანიშნებლები EXIT წარწერითა და რიგ შემთხვევებში ისრებით მუდმივ რეჟიმში ანათებენ მწვანე ფერად და გვანიშნებენ, თუ საით უნდა წავიდეთ ევაკუაციის დროს, შენობიდან უმოკლესი გზით გასასვლელად.

განგაშის სირენის ჩართვის შემთხვევაში, შენობაში ასევე უნდა ჩაირთოს ხმოვანი მაუწყებელი, რომელიც ადამიანებს მოუწოდების შენობის დატოვებისკენ, კონკრეტული საევაკუაციო გზებით და კონკრეტული წესების დაცვით. პარალელურად, გახმოვანების სისტემას შესაძლოა გააჩნდეს მიკროფონი, რომლის მეშვეობითაც შენობის მეთვალყურე ან დაცვის სამსახურის წარმომადგენელი ადამიანებს აძლევს კონკრეტულ მითითებებს, შენობის უსაფრთხოდ დასატოვებლად.