კომპანია "პროტექში" შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, მინიმუმ 12 თვის ვადით.
საგარნატიო მომსახურება მოიცავს:
● მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში, უფასო შეკეთებას ან ანალოგიური/მსგავსი მოწყობილობით შეცვლას (შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში).
საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია, რომ მწარმოებლის მიერ შემუშავებული საქონლის ექსპლუატაციის წესები ინსტრუქციის შესაბამისად იქნას დაცული.
საგარანტიო მომსახურების მისაღებად მოწყობილობის მფლობელმა სერვისცენტრში უნდა წარმოადგინოს საგარანტიო დოკუმენტი. იურიდიული პირების შემთხვევაში, საგარანტიო დოკუმენტად ითვლება ასევე კომპანიაზე გაწერილი საბუთი - ს/ზ და ა/ფ.
მოწყობილობის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში:
● თუ მას შეძენიდან 2 დღის განმავლობაში (ყუთიდან ამოღებისთანავე) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი, ან ქარხნული წუნი. მოწყობილობის ახლით შეცვლა ხდება მხოლოდ სრული დიაგნოსტიკის დასრულების შემდეგ.
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება, თუ:
● გასულია საგარანტიო ვადა;
● საგარანტიო ფურცელში მონაცემები შეცვლილი, წაშლილი ან გადაკეთებულია;
● მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი;
● საგარანტიო ფურცელში ან მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება სერიული ნომერი, კოდი ან ინდექსი;
● დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების / პირობების დარღვევით;
● დაზიანება გამოწვეულია არაკვალიფიციური სარემონტო / სამონტაჟო სამუშაოების შედეგად;
● მაკომპლექტებელ ნაწილებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან შეკეთებას, არ ახლავს მთლიანი კომპლექტი (შეფუთვა, დოკუმენტაცია, დრაივერები, კაბელები და ა.შ. რაც მოჰყვება შეძენის დროს).
გარანტია არ ვრცელდება სისტემური ბლოკის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სისტემური ბლოკის კვების ბლოკზე, ელემენტზე, სადენებზე, გადამყვანებზე, მეხსიერების ჩიპზე, სამუხტ მოწყობილობებსა და სხვა აქსესუარებზე.
საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ მომსახურება ფასიანია.
საგარანტიო მომსახურებას (მოწყობილობის შეკეთება/შეცვლა ანალოგიური ან მსგავსი ნივთით) კომპანია განახორციელებს საგარანტიო მომსახურებაზე განაცხადისა და შესაბამისი მოწყობილობის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.
სახანძრო პანელის და დეტექტორების შემთხვევაში სავალდებულოა, მწარმოებელი კომპანიის მიერ აკრედიტებულმა კომპანიამ ყოველ 6 თვეში ერთხელ შეამოწმოს და გაწმინდოს აპარატურა.
გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
მისამართი: ქ.თბილისი, ც.დადიანის #7, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, მე–3 სართული, მაღაზია A308/1
ელფოსტა: info@protech.com.ge
Copyright © Protech. All Rights Reserved. Developed By iGenerator