ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების ინსტალაცია

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები იყოფა სამ მიმართულებად: 

•       დეტექცია / სიგნალიზაცია

•       წყალმომარაგება / წყლით ქრობა 

•       ვენტილაცია /დაწნევა

თითოეული მიმართულების სისტემა განსხვავებულად მოქმედებს ხანძრის დროს და ინდივიდუალური როლი აკისრია ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

დეტექცია-სიგნალიზაციის სისტემები მუშაობენ კვამლის აღმოჩენაზე და საგანგაშო სირენის ამოქმედებაზე, რომლის დროსაც ადამიანები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ დატოვონ შენობა. 

წყალმომარაგება / წყლით ქრობის სისტემებში რამდენიმე ელემენტი შეგვიძლია გამოვყოთ: სახანძრო სატუმბი სადგური, სახანძრო კარადის კომპლექტები (მონტაჟდება შენობის ყველა სართულზე) და ავტომატური ხანძარქრობის წყალსაშხეფი სპრინკლერები, რომელთა გულშიც მოთავსებული კაფსულები 68°C ტემპერატურის დაფიქსირებისას სკდებიან და აფრქვევენ წყალს. 

ვენტილაცია /დაწნევის სისტემების მთავარი ელემენტი არის სახანძრო ვენტილატორები, რომლებიც დაკვამლიანების დროს ზრუნავენ შენობიდან კვამლის გატანაზე და სუფთა ჰაერის შემოტანაზე. მათი მეშვეობით ხდება ასევე ლიფტების, ტამბურებისა და დახურული კიბის უჯრედების დაწნევა.