შეზღუდული დაშვების სისტემები

შეზღუდული დაშვების სისტემების მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კონკრეტულ ობიექტზე თუ შენობაში ადამიანების თავისუფალი შესვლის შეზღუდვა, გარკვეული კონტროლერების მეშვეობით. ეს კონტროლერები შეიძლება იყოს: თანამშრომელთა აღრიცხვის, თანამშრომელთა დაშვების, თითის ანაბეჭდის ამომცნობი ან სახის ამომცნობი. ამავე სისტემებს განეკუთვნება: დომოფონები, ბარათის წამკითხველები (Card Reader), ტურნიკეტები, კარის ელექტრომაგნიტური და ელექტრომექანიკური საკეტები.

შეზღუდული დაშვების სისტემებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა კონფიგურაცია - მატივიდან (შექმნილი ერთი კარისთვის) ძალიან რთულამდე (ბანკებისა და მსხვილი საწარმოებისთვის).