ვიდეო სამთვალყურეო (სათვალთვალო) სისტემები

ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დანიშნულებას წარმოადგენს ამა თუ იმ ობიექტზე კონკრეტული სივრცეებისა თუ პერიმეტრის ვიდეომონიტორინგი. მონიტორინგი შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც ცოცხალ (LIVE) რეჟიმში, ასევე შესაძლოა კეთდებოდეს ჩანაწერი, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე ინახება და ობიექტის მეპატრონეს აძლევს საშუალებას, ნახოს განვლილი პერიოდის ვიდეოკადრები.