როდესაც ჩვენთან მოდის მომხმარებელი, პირველ რიგში,
იგი ჩვენგან იღებს კვალიფიციურ კონსულტაციას, სად რა ტიპის უსაფრთხოების სისტემას საჭიროებს
და რას თხოვს მას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.
კონსულტაციის შემდეგ, ვთავაზობთ უსაფრთხოების სისტემის
პროექტირებას (ხანძარსაწინააღმდეგო, ვიდეოსამეთვალყურეო, შეზღუდული დაშვების და სხვა),
თუ მას უკვე არ აქვს პროექტი ხელთ.
შემდგომ, აღნიშნული პროექტის მიხედვით ხდება ხარჯთაღირცხვის
დეტალური კალკულაცია, მისი ობიექტისთვის.
ბოლო ეტაპი კი არის დამკვეთისთვის პროდუქციის მიწოდება
და მონტაჟი, წინასწარ შეთანხმებული პირობებით.
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟების შემთხვევაში
პასუხისმგებლობას ვიღებთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან (112) ობიექტის
ჩაბარებასა და საექსპლოატაციო ნებართვის მიღებაზე.
გარდა ამისა, გვაქვს ასევე უკვე არსებული უსაფრთხოების
სისტემების შემოწმების, შეკეთებისა და გაწმენდის სერვისი.
და ბოლოს: ჩვენი ერთ-ერთი სერვისია ხანძარსაწინააღმდეგო
უსაფრთხოების კორპორატიული ტრენინგები (კანონმდებლობით მოთხოვნილი), რომელთაც ჩვენი
სერტიფიცირებული სპეციალისტები სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლებს უტარებენ.
მისამართი: ქ.თბილისი, ც.დადიანის #7, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, მე–3 სართული, მაღაზია A308/1
ელფოსტა: info@protech.com.ge
Copyright © Protech. All Rights Reserved. Developed By iGenerator